მაღაზიის ადმინისტრატორი - ხარაგაული
25-08-2026 - 25-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.

,,დეილი“ სუპერმარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ხარაგაულში.

 

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ყოველთვიური და ლოიალობის ბონუსები;
  • სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი;
  • Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:

  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების და ფასმაჩვენებლების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის რეალიზაციის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
  • პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების ოპერაციების წარმოება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • სალარო ოპერაციების მართვა და კონტროლი;
  • უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციების დაცვა.

რას მოველით შენგან:

  • საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და თვითგანვითარების მაღალი მოტივაცია;
  • გუნდის ეფექტიანი მართვა, მოტივირება და განვითარება;
  • საოპერაციო სტანდარტების დაცვა და შედეგებზე მაღალი პასუხისმგებლობა.

 

ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!